კუბის რესპუბლიკაში კრიპტოვალუტას ლეგალური სტატუსი მიენიჭა

0
1105

215-ე რეზოლუცია, რომელიც, Banco Central de Cuba-ს, ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ არის გამოცემული კრიპტოვალუტის აღიარებას გულისხმობს.

კრიპტოვალუტის ფუნქცია, რომელიც ცენტრალური ბანკის მიერ კანონიერად იქნა აღიარებული, ითვალისწინებს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების კომერციულ ტრანზაქციებსა და ინვესტიციებს.

კუბაზე კრიპტოვალუტების გამოყენების დაშვების მიუხედავად, ბანკმა ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული რისკების შესახებაც გაფრთხილება გამოსცა.

Banco Central de Cuba-ს თანახმად, კრიპტოვალუტა მოქმედებს ქვეყნის საბანკო სისტემის გარეთ. შესაბამისად, ციფრული ვალუტის გამოყენება მნიშვნელოვან მონეტარულ და პოლიტიკურ რისკებს წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის რეგულირების შესახებ პირველად აგვისტოში განაცხადა.

მაშინ, ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნული სიახლე პოზიტიურად მიიღო. კუბაზე ციფრული ვალუტის პირველი ბირჟის გახსნის შესახებ კი ინფორმაცია 2019 წლის სექტემბერში გავრცელდა.

ქვეყნის ციფრული ვალუტის პირველ ბირჟას Fusyona ჰქვია. პლატფორმა კლიენტებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ ტრანზაქციები კრიპტოვალუტით განახორციელონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი