28 მაისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
2235

28 მაისს, თითქმის, ყველა კრიპტოვალუტამ დაიკლო. ყურადსაღებია, რომ ზოგიერთმა ალტკოინმა, როგორიცა არის კარდანო და ბიტკოინი Cash-ი ბოლო 7 დღის განმავლობაში დაახლოებით, ღირებულების 30% დაკარგეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინი უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში დაახლოებით, 35%-ით შემცირდა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასის ნიშნული 7.259 დოლარზეა. ამასთანავე, კრიპტოვალუტამ მაისის დასაწყისში დაიწყო ფასის კლება. თუმცა, მოულოდნელად 6 მაისს ბიტკოინის კურსი ძალიან მიუახლოვდა 10.000 დოლარის ნიშნულს.

რაც შეეხება ეთერიუმს: გასული კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 20% -ით შემცირდა. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ღირებულებამ 536 დოლარი შეადგენა.

როგორც აღინიშნა, ბიტკოინ Cash-მაც ძლიერად განიცადა ფასის კლება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 7%-ით დაეცა და საბოლოო ჯამში, ბიტკოინ Cash-ის ღირებულებამ 934 დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 30 დღის განმავლობაში 85 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ამჟამად, კაპიტალიზაცია 313 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი