ტონგას პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ლორდ ფუსიტუამ საზოგადოებას ბიტკოინის მიღების ვადები ამცნო. ცოტა ხნის წინ, მან ოთხსაფეხურიანი გეგმაც გამოაქვეყნა, რომელიც სალვადორში ბიტკოინის მიღების მაგალითზე იყო შედგენილი.
ამ გეგმის მიხედვით, პირველი ნაბიჯი ფულადი გზავნილებია, მეორე კანონიერი გადახდის საშუალებად ბიტკოინის მიღება, მესამე მაინინგი და მეოთხე ეროვნული ხაზინის ბიტკოინში გადატანა. ეს კი ქვეყნის ეკონომიკისათვის ერთგვარი განახლება იქნება.
Twitter-ის პოსტში ფუსიტუამ ნათელი მოჰფინა მეორე და მესამე საფეხურების შესაძლო განხორციელების ვადებს.
„კანონპროექტი წარედგინება შესაბამის ორგანოს განსახილველად. ეს ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდება. ამის შედეგ იგი ხელმოსაწერად სასახლის ოფისს გადაეცემა, რასაც სამი ან ოთხი კვირა დასჭირდება. ნომებრის შუა რიცხვებში კი მისი უდიდებულესობა ტოპოუ VI მას ან დაამტკიცებს ან უარყოფს”,-აღნიშნა ყოფილმა პარლამენტარმა.
დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტი მთავრობას გადაეცემა შემდგომი პროცედურებისათვის. ეს კი გულისხმობს, შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.