ანალიტიკოსი ტომ ლი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის კურსი გაიზრდება.
CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტომ ლი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტა ეკონომიკური ღირებულებაა.
”კრიპტოვალუტა არის ღირებული აქტივი, რაც იმას ნიშნავს, რომ, რაც უფრო მეტი ადამიანი ფლობს აქტივს, უფრო მეტულობს ღირებულებაც. აქედან გამომდინარე, თუკი ინვესტორები გააქტიურდებიან ბიტკოინის მოსალოდნელი დონე 25.000 დოლარი შეიძლება გახდეს”,- აღნიშნა ანალიტიკოსმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ტომ ლი ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით ყოველთვის პოზიტიურ პროგნოზს აკეთებს. ერთი თვის წინ ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი მალე ახალ სიმაღლეებს მიაღწევდა.
ის ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა სულ მალე ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდება.
ამასთანავე, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინი ინვესტორებისთვის ნამდვილი უსაფრთხო თავშესაფარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ბიტკოინის ღირებულება 8.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.