ტიმ ქუქი კრიპტოვალუტების მფლობელია

0
1186

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ ქუქმა განაცხადა, რომ ის ფლობს კრიპტოვალუტას, რომელსაც დივერსიფიცირებული პორტფელის ნაწილად განიხილავს.

თუმცა, ტიმ ქუქი არ გეგმავს, რომ მიბაძოს სხვა ტექნიკურ კომპანიებს, მაგალითად Tesla-ს და ინვესტიცია ბიტკოინში დააბანდოს. New York Times-ის DealBook-ის ონლაინ სამიტზე გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ კომპანიის კაპიტალს კრიპტოვალუტებში ინვესტირებისთვის არ გამოიყენებს.

ტიმ ქუქმა ასევე განაცხადა, რომ Apple-ის პროდუქციის შესაძენად არ აპირებს კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად მიღებას.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პირადი აქტივებიდან კრიპტოვალუტის შესაძენად საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა.

როგორც ცნობილია, ამჟამად, ტიმ ქუქი ბიტკოინსა და ეთერიუმს ფლობს.

„დიდი ხანია, რაც ციფრული ვალუტით დაინტერესებული ვარ. გარკვეული დრო კრიპტოვალუტის კვლევას დავუთმე. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესოა”,-აღნიშნა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ AssetDash-ის მონაცემებით, Apple-ი მეორე ყველაზე დიდი კომპანიაა Microsoft-ის შემდეგ. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.4 ტრილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი