სამხრეთ კორეა ციფრული ვალუტის ახალ მარეგულირებელ სისტემაზე მუშაობს

0
1254

სამხრეთ კორეის ციფრული ვალუტის ბაზარი ამჟამად რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილობრივი ციფრული ვალუტის ბირჟების თითქმის 97%-ი გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას.

უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ზუსტად ამიტომ პოლიტიკოსებმა და მარეგულირებელმა ორგანოებმა რეგულაციის ახალი სისტემის შემუშავება დაიწყეს.

ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ახალი სისტემა გარკვეულ სიცხადეს შეიტანს ამ რთულ ვითარებაში. აღსანიშნავია, რომ კრიპტო ბირჟების გამართულად ფუნქციონირებას ხელს ბანკების უშლიან.

”ბანკებს შეუძლიათ თავიანთი შეხედულებისამებრ დახურონ ანგარიშები. თუმცა შემდეგ რეალურ მიზეზებს ასახელებენ, ხოლმე. პირველ რიგში ეს კრიპტოვალუტის სტატუსს უკავშირდება.

ერთი მხრივ, ბანკები ციფრული ვალუტის ინდუსტრიასთან ურთიერთობის დროს ინოვაციას უჭერენ მხარს. თუმცა ხშირად ეს მხარდაჭერა მოკლევადიანი აღმოჩნდება, რადგან ციფრული ვალუტის მერყეობა, ბირჟებზე კიბერ შეტევა და არაღიარებული ვალუტის სტატუსი შეშფოთებას იწვევს საბანკო სფეროს წარმომადგენლებში”,- განაცხადა მედიასთან საუბრის დროს ინდუსტრიის ანალიტიკოსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი