ტაილანდის ფასიანი ქაღალდების კომპანიები განიხილავენ ერთობლივ კრიპტოვალუტის ბირჟის შექმნას, სადაც რამდენიმე ფირმა იქნება გაწევრიანებული და, ამასთავანავე, ლიცენზირებულიც.
Bangkok Post-ი წერდა, რომ ტაილანდის რამდენიმე ბირჟა საერთო ბირჟის დაარსებას აპირებდა და მას ლიცენზირება ქვეყნის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიისგან უნდა მიეღო.
მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ბიზნესის ლიცენზიით ფირმები შეიძლება ციფრული აქტივების ბროკერები გახდენენ და დილერებთან მოლაპარაკება აწარმოონ.
იდეის ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა ბიზესმენმა დასძინა, რომ გარდა კრიპტოვალუტის ვაჭრობისა, კომპანიები ასევე დაინტერესებლები არიან პირველადი მონეტარული შეთავაზებითაც (ICO).
ტაილანდში კრიპტოვალუტის ლიცენზირებული ბირჟებს თავისუფლად შეუძლიათ მუშაობა. თუმცა, ქვეყანაში არსებობს კრიპტოვალუტის რეგულირების მექანიზმიც. ბირჟებზე მეთვალყურეობას ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ მაისის შუა რიცხვებში ტაილანდში კრიპტოვალუტისთვის რეგულირების სტრუქტურა ძალაში შევიდა. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ის განისაზღვრა მხოლოდ ციფრული აქტივის კონტექსტში.