ბოსტონის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა თავიანთი CBDC-ის საწყისი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.
კვლევამ დაადგინა, რომ პროექტს გარკვეული ხარვეზები აქვს.
კვლევითმა პროექტმა ზოგადი დანიშნულების სტაბილკოინის ორი პოტენციური მოდელი გამოსცადა.
პირველი სტაბილკოინი „შემკვეთი სერვერის“ ტრანზაქციებს ამუშავებდა, რომელიც ბლოკებად აწყობდა დამოწმებულ ტრანზაქციებს ტრანზაქციის ისტორიის შესაქმნელად.
ამ მეთოდით მკვლევრებმა ტრანზაქციების 99%-ზე მეტის დასრულება ორ წამში მოახერხეს.
მეორე სტაბილკოინი კი ტრანზაქციებს პარალელურად რამდენიმე კომპიუტერზე მუშაობდა. ის არ ეყრდნობოდა შეკვეთის ერთ სერვერს ორმაგი ხარჯვის თავიდან ასაცილებლად. მკვლევარებმა დაწერეს, რომ მიუხედავად ამ მეთოდის მასშტაბურობისა, ის არ ახორციელბდა შეკვეთილი ტრანზაციების ისტორიების სრულ შენახვას.
ამ ეტაპზე პროექტის მონაწილეები ხარვეზის აღმოფხვრას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ PayPal-მა სტაბილკოინის კვლევა დაიწყო. თუმცა კომპანიას ოფიციალურად არ განუცხადებია სტაბილკოინის კვლევის დაწყების შესახებ. იგი iPhone-ის დეველოპერმა, სტივ მოზერმა აპლიკაციის კოდში აღმოაჩინა.
PayPal-ის აპლიკაციაში ნაპოვნი მტკიცებულებების დადასტურებისას PayPal-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსე ფერნანდეს და პონტემ Bloomberg News-ს განუცხადა:
„ჩვენ ვიკვლევთ სტაბილკოინს. იმ შემთხვევაში თუ ეს პროექტი წარმატებული გამოდგა, ჩვენ ვითანამშრომლებთ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან.“