სუზან დელბანმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კანონპროექტი წარადგინა

0
948

ვაშინგტონის წარმომადგენლმა, სუზან დელბენმა, ცოტა ხნის წინ, განსახილველად წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ის კრიპტო მომხმარებლები, რომლებიც 200 დოლარზე დაბალი ღირებულების ტრანზაქციებს ახორციელებენ გადასახადისაგან უნდა განთავისუფლდნენ.

2022 წლის ციფრული ვალუტის გადასახადის სამართლიანობის აქტის პროექტის მიხედვით, ვაშინგტონის წარმომადგენელი, სიუზან დელბენი ცდილობს შიდა შემოსავლების კოდექსი შეცვალოს.

ეს უკანასკნელი გამორიცხავს ციფრული ვალუტის გარკვეული პირადი ტრანზაქციებიდან მოგების მიღებას.

ამ კანონის ხელმოწერის, ანუ დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ს შიდა შემოსავლების სამსახურს (IRS) მოსახლეობისაგან მოგების გადასახადი მიღება აღარ შეეძლება.

„ციფრული ვალუტის ირგვლივ არსებული მოძველებული რეგულაციები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მის გამოყენებას არ ითვალისწინებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრიპტოვალუტა სწრაფად განვითარდა.

დღეს კი გვაქვს მეტი შესაძლებლობა გამოვიყენოთ კრიპტოვალუტა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას ეს ცვლილებები და უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის განვითარება”,- განაცხადა სიუზან დელბენმა

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი