სინგაპურის ფინანსურმა მარეგულირებელმა და დე-ფაქტო ცენტრალური ბანკმა განაცხადეს, რომ მათ სურთ საბანკო სისტემის და კრიპტობიზნესის ერთობლივ კონტექსტში მოხსენიება. ეს კი მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტი სფერომ ბანკისგან მხადაჭერა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
Bloomberg-თან საუბრისას, სინგაპურის მარეგულირებელი ორგანოს დირექტორმა რავი მენონმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბიზნესის დარეგულირება აუცილებელია.
“ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ არის ის, რომ ბანკებმა, კრიპტოვალუტის და fintech-ის სტარტაპებმა ერთობლივად იმუშაონ. თუკი ისინი დაინახავენ, რომ არსებობს გარკვეული ურთერთგაგება ისინი შეძლებენ ერთად მუშაობას”,- განაცხადა მარეგულირებელმა.
“ამ ბიზნესის ბუნება ოდნავ განსხვავდება, ამიტომ ბანკებმა შესაძლოა სხვა გზები გამოიყენონ, რომელზედაც შეუძლიათ თავიანთი კეთილგანწყობის დამყარება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ამ დაბრკოლებების გადალახვას”,- იქვე დაამატა მარეგულირებელი ორგანოს დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სინგაპური აქტიურად მუშაობდა კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიისთვის ხელსაყრელი იურიდიული გარემოს შექმნისთვის.
ამასთანავე, ივლისში ჩატარებული კვლევის თანახმად, ICO-ს განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შემქმნელ ქვეყნებს შორის სინაპურმა მესამე ადგილი დაიკავა. კვლევის მიხედვით, სინგაპურში 11 ICO პროექტი ხორციელდებოდა.