სინგაპურის უმსხვილესი ბანკი 2021 წლის პირველ კვარტალში კრიპტო მოცულობის 10-ჯერ ზრდას აჩვენებს.
DBS-მ, სინგაპურის უდიდესმა საცალო და კომერციულმა ბანკმა, პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები კრიპტოვალუტის ვაჭრობის დაწყების შემდეგ გაასაჯაროვა.
DBS–ის ფინანსურმა დირექტორმა, ჩენგ სოკ ჰუმ მედიასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ბანკმა რეკორდული მაჩვენებელი მიიღო, რადგან კვარტალში წმინდა მოგებამ პირველად ისტორიაში 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა კვარტალთან შედარებით გაორმაგებული რიცხვი იყო.
DBS–ის ახლად ამოქმედებულმა კრიპტო პლატფორმა DBS Digital Exchange–მა აშკარად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან პლატფორმამ ათჯერ გაზარდა ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა, რომელიც 30 მილიონიდან 40 მილიონამდე მერყეობდა.
აღმასრულებელმა დირექტორმა, პიუშ გაფტამ ბირჟის გეგმების შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ კომპანიის თანამშრომლობა შეერთებული შტატების საინვესტიციო ბანკ JPMorgan Chase-თან და სინგაპურის სახელმწიფო საინვესტიციო ფირმას Temasek-თან მიმდინარეობს, რათა ახალი Blockchain საწარმო შეიქმნას, რომელიც გლობალურ ბანკთაშორის გარიგებებზე იქნება ორიენტირებული.