მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის ხელისუფლებამ ZachXBT-ის სახელით ცნობილი Blockchain მკვლევარი გამოიყენა, რომელიც ანონიუმურად იძიებს საქმეებს.
აღნიშნული ქმედება საფრანგეთის ხელისუფლებას ხუთი პირის გამოსავლენად დასჭირდა, რომლებიც 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების NFT-ს მოპარვაში არიან ბრალდებულები.
Agence France Presse-ის (AFP) ანგარიშის მიხედვით, რომელიც Barron’s-მა გაავრცელა, სავარაუდო თაღლითებმა შექმნეს ვებ-გვერდი, რომელსაც მოგვიანებით მომსახურების სერვისის სტატუსი მიანიჭეს. ვებ-გვერდი მომხმარებელთა მიერ შექმნილ Bored Ape Yacht Club (BAYC) და Mutant Ape Yacht Club-ის სტატიკური ნამუშევრების ანიმაციას აცოცხლებს.
დაზარალებულთა სამწუხაროდ ფიშინგის გზით მათ თაღლითურად, მოტყუებით გამოართვეს მფობელებს ნამუშევრების სერტიფიკატები, რის შემდეგაც თაღლითებს აღნიშნულ ნამუშევრებზე სრული უფლებები მიენიჭათ. ეს კი ნიშნავს, რომ მათ შეეძლოთ ოფიციალურად გაეყიდათ მოპარული ნამუშევრები.
განცხადების მიხედვით, დანაშაულში ხუთი ახალგაზრდაა ეჭვმიტანილი, რომელთაც ფიშინგის ეს სქემა 2021 წელს დაიწყეს და 2022 წლის დასაწყისამდე ახორციელებდნენ მას. ბრალდება მოიცავს თაღლითობის, ჯგუფური დანაშაულისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებებს.
ZachXBT-ის მიერ ჩატარებული კვლევა იმედის მომცემად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ თაღლითებმა კარგად დაგეგმეს და განახორციელეს თაღლითობა, მაინც ვერ შეძლეს ციფრული ფულის გადარიცხვების კვალის ბოლომდე გაქრობა, რაც სამართალდამცავებს მათი აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.