უკრაინის ერთ-ერთი მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის NFT-ის გამოიყენებს

0
790

უკრაინის ხელოვნების მუზეუმი ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას NFT აუქციონის მეშვეობით აპირებს.

Web3 სივრცის გაფართოებასთან ერთად NFT-ის გამოყენების შემთხვევები პარალელურად იზრდება.

ხარკოვის ხელოვნების მუზეუმმა გამოაცხადა, რომ მისი პროექტი „ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ NFT კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია Binance NFT ბაზარზე.

„ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ მოიცავს 15 ხელოვნების ნიმუშს მუზეუმის კოლექციიდან, რომლის შემოსავალი მოხმარდება მუზეუმის დაფინანსებას და უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას“,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

მუზეუმში 25.000 სახვითი ხელოვნების ნიმუშია დაცული.

ალბრეხტ დიურერის, გეორგ იაკობ იოჰან ვან ოსის, ივან აივაზოვსკის, სიმონ დე ვლიგერის და სხვათა ნამუშევრები უკვე NFT კოლექციების სახითაა წარმოდგენილი.

Binance NFT-ის ხელმძღვანელმა, ლიზა მანმა, მედიას განუცხადა, რომ ომის დროს, როდესაც დონორები ეძებენ სახსრების გაცემის უსაფრთხო და საიმედო გზას, NFT-ები შესანიშნავი გამოსავალია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი