საფრანგეთი ციფრული ევროს შექმნაზე მუშაობს

0
1338

საფრანგეთის ცენტრალური ბანკი რამდენიმე ექსპერიმენტულ კვლევას დაიწყებს. კვლევების მიზანი ციფრული ევროს შექმნა არის.

ცენტრალურმა ბანკმა ტესტირების დროს ციფრული ვალუტის სისტემაში ინტეგრირების მიზნით პოტენციური კანდიდატები აირჩია.

დამტკიცებულ მონაწილეთა სიაში შედის Accenture-ი, HSBC-ი და Societe Generale-ი.

საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ევროს პირველი წარმატებული გამოსაცდელი პერიოდის შესახებ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა.

როგორც ცნობილი გახდა, ციფრული ევრო Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

ცენტრალური ბანკის განცხადების თანახმად, პირველი ტესტირების დროს შემოწმდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შესაძლებლობა, რაც უფრო ძლიერი ტესტირების დაწყებაზე მეტყველებს.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ბანკმა ოფიციალურად დაიწყო ექსპერიმენტების პროგრამა, რომელიც ბანკის ციფრული ვალუტის საერთაშორისო ინტეგრაციისკენ იყო მიმართული.

ექსპერიმენის მიზანი იყო შეესწავლა ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის პოტენციური სარგებელი და ასევე შეეფასებინა საფრთხე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მეირმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა განიხილოს საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის გეგმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი