სამხრეთ კორეის მთავრობა Metaverse-ის პროექტებში ინვესტიციას განახორციელებს

0
844

სამხრეთ კორეა ცნობილია თავისი მკაცრი კრიპტო მარეგულირებელი წესებით. თუმცა ქვეყნის მთავრობა დიდ ფსონს დებს Metaverse-ზე.

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ Metaverse-ის სხვადასხვა პროექტში პირდაპირი ინვესტიცია განახორციელოს. საუბარია 223,7 მილიარდ ვონზე, რაც 177,1 მილიონი აშშ დოლარია.

ახალ Metaverse ტექნოლოგიაში ინვესტირების გადაწყვეტილება სამხრეთ კორეას ერთ-ერთ პირველ მთავრობად აქცევს, რომელმაც ეს გააკეთა.

ინვესტიცია განხორციელდა “ახალი ციფრული გარიგების” პროგრამის ფარგლებში, რომელიც განვითარებად ტექნოლოგიებში ინვესტირების მიზნით შეიქმნა.

პროგრამას სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტრო უხელმძღვანელებს, ლიმ ჰაესუკის თაოსნობით, რომელმაც Metaverse დაახასიათა, როგორც უცნობი ციფრული კონტინენტი განუსაზღვრელი პოტენციალით.

ეს კი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობას სურს Metaverse-ის ტექნოლოგიაში ლიდერობა.

სამხრეთ კორეის მთავრობის მოულოდნელმა ინვესტიციამ Metaverse-ის პროექტებში შესაძლოა, დანარჩენი ქვეყნები “აიძულოს”, რომ მათ კვალს გაჰყვნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი