სამხრეთ კორეის ციფრული ვალუტების ინდუსტრიის კომიტეტმა, რომელიც შედგება ადგილობრივი Blockchain წამყვანი ექსპერტებისგან, მოითხოვა სამთავრობო კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელიც ქვეყანაში ციფრული ვალუტების ბიზნესის დახმარებასა და წინსვლას უხელმძღვანელებს.
ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბა კვირის დასაწყისში, რათა განეხილათ სხვადასხვა გზა, რომლითაც სამხრეთ კორეა შესაძლოა, ციფრული ვალუტის ბაზარის უპირობო ლიდერი გახდეს. მათ ასევე ამ პროცესებში, მთავრობის ჩართულობის როლიც განიხილეს.
ექსპერტებს სჯერათ, რომ Blockchain ტექნოლოგია და კრიპტოვალუტები მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
Blockchain-ის ექსპერტებმა მოუწოდეს მთავრობას, მხარი არამარტო კონკრეტულად კრიპტოვალუტის ინდუსტრიას დაუჭიროს, არამედ სხვა მასთან დაკავშირებულ განვითარებად ტექნოლოგიებსაც, როგორიცაა დეცენტრალიზებული ფინანსები, დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები, NFT-ი და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის რეგულაციები განიხილება, როგორც ყველაზე მკაცრი სისტემა. იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის 200 მცირე და საშუალო ზომის ციფრული ვალუტის ბირჟას ოპერაციების დახურვა მას შემდეგ მოუწია, რაც მარეგულირებელმა მათი შემოწმება დაიწყო.