ევროკავშირი Blockchain ტექნოლოგიაში მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს

0
1102

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განვითარებადი ტექნოლოგიებისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი დაფინანსება. ამ ტექნოლოგიებში კი Blockchain-ი მოიაზრება.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი ცდილობს ტექნოლოგიური განვითარება რეგიონში 177 მილიარდი დოლარის ინვესტიციით გააძლიეროს.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, ევროკავშირის ოფიციალური პირები გეგმავენ პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა Blockchain-ი, 5G და ა.შ.

დაგეგმილი 177 მილიარდი დოლარის საინვესტიციო ფონდი არის 750 მილიარდი ევროს (887 მილიარდი დოლარი) სტიმულირების პაკეტის დაახლოებით 20%, რომელიც ევროკავშირის ლიდერების მიერ 2020 წლის ივლისში არის მიღებული, რათა ეკონომიკური აღდგენა მიმდინარე COVID-19 პანდემიის ფონზე დაიწყოს.

მედიასთან საუბრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა მთელი რეგიონისთვის ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტიციის მნიშვნელობას.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა 177 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელება რამდენიმე სფეროში დაანონსა. თუმცა ამ დრომდე არ ვრცელდება თითოეულ სექტორში ინვესტიციის ოდენობის შესახებ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საინვესტიციო ბანკი რეგიონში Blockchain ინვესტიციების ნაკლებობის შესახებ ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში საუბრობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი