სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ Blockchain-ისთვის ხელსაყრელი კანონმდებლობა შემუშავდება.
მეოთხე ვიცე-მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრას, რომლის სახელწოდებაც იყო “ზრდა ინოვაციის კუთხით” თავმჯდომარეობდა ვიცე-მინისტრი სტრატეგიული და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი კო ჯიუნგ-ვონი.
მინისტრელიალზე მთავრობამ პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას. როგორც ცნობილი გახდა, სამხრეთ კორეის მთავრობა გეგმავს საინჟინრო ინვესტიციების გაფართოებას და ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერას. ტექნოლოგიური მხარდაჭერის კონტექსტში მოიაზრება Blockchain-ის საინვესტიციო მხარდაჭერაც.
აღსანიშნავია, რომ Blockchain-ის საინვესტიციო მხარდაჭერა განხილულია წინა კვირას შემუშავებულ კანონპროექტში, რომელიც ასევე მიზნად ისახავს პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO) მიმართ რეგულაციის შემუშავებას და კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის იურიდიული ვალდებულებების დაწესებას.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის მმართველი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, პარკი იონგ-ჯინმა განაცხადა, რომ რეგულაცია უნდა ეხებოდეს კრიპტოვალუტის დაბეგვრის საკითხს და ასევე მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ციფრული ვალუტის სამართლებრივი სტატუსიც.