ანალიტიკოსი: კრიპტოვალუტა უსაფრთხო თავშესაფარი არ არის

0
1207

სამხრეთ კორეის ჰონგიკის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი არ ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტები ბაზრის რეცესიისგან დაცულია.

სამხრეთ კორეელმა ექსპერტმა ადგილობრივი მედიის საშუალებით განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა COVID-19 პანდემიის დროს უსაფრთხო თავშესაფრის აქტივების კუთხით “ცუდი არჩევანა”.

The Scoop-ის თანახმად, პროფესორმა ჰონგ კი-ჰუნმა განაცხადა, რომ ისეთი კრიპტო-აქტივები, როგორიცაა ბიტკოინი უსაფრთხო თავშესაფარ აქტივებად არ უნდა მიიჩნიოს საზოგადოებამ. ის არ უნდა გაუთანაბრდეს ოქროს ან დოლარს.

მაისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა კრიპტოვალუტის შესახებ არსებულ კანონში შესწორების შეტანას გეგმავდა.

სამხრეთ კორეის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო ამზადებდა ცვლილებას, რომელიც საშემოსავლო გადასახადის შესახებ კანონს შეეხებოდა.

ადგილობრივი გაზეთის E Daily–ს ცნობით, მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კანონში შესწორება ICO–თი მიღებულ მოგებასაც გულისხმობს.

”ჩვენ განვიხილავთ კაპიტალის მოგების გადასახადს ან სხვა საშემოსავლო გადასახადს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ მოგებაზე, ციფრული აქტივების გაცემისას”,- აღნიშნა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი