სეულის მერი დედაქალაქის კუთვნილი კრიპტოვალუტის შექმნას აპირებს

0
2012

სეულის მერმა, პარკ ვონ-სუნმა სამხრეთ კორეის დედაქალაქის კუთვნილი კრიპტოვალუტის გამოშვებასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქში Blockchain-ისა და ციფრული ვალუტის პროექტების განვითარებისთვის უკეთესი გარემო შეიქმნება.

მერის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი იზრუნებს Blockchain-ზე ორიენტირებულ ინდუსტრიის შექმნაზე და ხელს შეუწყობს სეულს საკუთარი კრიპტოვალუტის, S coin-ის განვითარებისთვის. მიზნის მისაღწევად სეულის მერი მზადაა ინსტიტუციური და სამართლებრივი საკითხების მოგვარებისთვისაც.

“სეული მსოფლიოს წამყვანი ქალაქია ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის სფეროში, მათ შორის იგულისხმება მე-4 ინდუსტრიული რევოლუციაც. ვფიქრობ, ბუნებრივია, შევისწავლოთ ისეთი ახალი ტექნოლოგია, როგორიც არის Blockchain-ი… იმისათვის, რომ შევქმნათ S coin-ი, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ინსტიტუციური და სამართლებრივი ნორმები”,- განაცხადა სეულის მერმა.

ესტონეთიში Blockchain-ზე დაფუძნებული პროექტის განხორციელების შემდეგ, მოსახლეობას ციფრულ გარემოში ოპერირება შედარებით გაუმარტივდა. სეულის მერის Blockchain-თან დაკავშირებული გეგმები მიმართულია ქალაქის სხვადასხვა სამსახურისკენ. მაგალითად, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ელექტროენერგია, წყალი და გაზის ინფრასტრუქტურის მართვა.

ადგილობრივი მედია საშუალება Hankyoreh იტყობინება, რომ სეულში Blockchain-ის პროექტის განხორციელება სავარაუდოდ აპრილის თვეში დაიწყება.

სეულის მერი ასევე გამოეხმაურა კორეის მთავრობის პოლიტიკას კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით.

“ბოლო დროს იუსტიციის სამინისტრომ კრიპტოვალუტის მიმართ მარეგულირებელი ღონისძიებები გაატარა. …პირველ რიგში, ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების ამოცანა, რომ შექმნას გარკვეული მოდელი. თუ მთავრობა გარკვეულ რეგულაციებს ადგენს, მას შეუძლია შექმნილი მოდელი უფრო თავისუფლი გახადოს”,- აღნიშნა პარკ ვონ-სუნმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი