სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტის მოგებას დაბეგრავს

0
1343

სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტაზე გადასახადი დაწესდება.

სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა, ჰონგ ნამი-კიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტისგან მიღებული მოგება დაიბეგრება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამინისტრო დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას გეგმის დეტალებს გააცნობს.

მაისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა კრიპტოვალუტის შესახებ არსებულ კანონში შესწორების შეტანას გეგმავდა.

სამხრეთ კორეის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო ამზადებდა ცვლილებას, რომელიც საშემოსავლო გადასახადის შესახებ კანონს შეეხებოდა.

”ჩვენ განვიხილავთ კაპიტალის მოგების გადასახადს ან სხვა საშემოსავლო გადასახადს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ მოგებაზე, ციფრული აქტივების გაცემისას”,- აღნიშნა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა.

ამასთანავე, ჯერ კიდევ გაურკვეველია ციფრული ვალუტის მოგების ოფიციალური სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ჯერ არ არის განსაზღვრული კრიპტოვალუტის ოპერაციებში მიღებული მოგება მსგავსია თუ არა სხვა აქტივებისგან მიღებული მოგებისა, მაგალითად, როგორი აქტივებიც არის უმძრავი ქონება და აქციები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი