Mirror Trading International-თან კითხვები აშშ-სა და სამხრეთ აფრიკის მარეგულირებლებს აქვთ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია გარიგებებს ბოტების გამოყენებით აწარმოებს.
აშშ-ს ფინანსური დამკვირვებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ MTI–ს ამჟამინდელი ბიზნეს მოდელი მოითხოვს, რომ მას ფინანსური მომსახურების მიმწოდებლის ლიცენზია ჰქონდეს, მაგრამ კომპანიას ამგვარი ლიცენზია არ გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე 168 მილიონი აშშ დოლარის ლეგალურად ვაჭრობაზე საუბრობს ქვეყნის მარეგულირებელი თანხის სიდიდისა და კომპანიისადმი უნდობლობის გამო შეშფოთებას გამოხატავს.
სამხრეთ აფრიკის კრიპტოვალუტის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა ჯერ კიდევ გასულ წელს დოკუმენტი შეიმუშავა.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობის მიერ დარეგისტრირებული უნდა იყოს ყველა ბირჟა, კრიპტო-საფულე პროვაიდერი, კრიპტო-ბანკომატის მფლობელი კომპანია და ციფრული ვალუტით გადახდის მიმწოდებელი კომპანიაც.
დოკუმენტში აღნიშნულია მარეგულირებლის მიერ განსაზღვრული სარგებელი და რისკები. მარეგულირებელი ასევე განიხილავს სხვა იურისდიქციებში მიღებულ მიდგომებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს კრიპტო აქტივებთან დაკავშირებით.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კრიპტო აქტივების მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომებიც მიიღონ.