საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი: ცენტრალური ბანკები სტაბილკოინს 3 წლის განმავლობაში გამოუშვებენ

0
1181

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის განცხადების თანახმად, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

ბანკის განცხადების მიხედვით, ცენტრალური ბანკები სტაბილკოინის გამოშვებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეეცდებიან.

გამოკითხვის თანახმად, გლობალური ცენტრალური ბანკების 86% აქტიურად იკვლევს სტაბილკოინს. მიუხედავად ამისა უმრავლესობა, სავარაუდოდ, ციფრული ვალუტის, უახლოეს მომავალში, გამოშვებას არ გეგმავს.

როგორც ცნობილი გახდა, ცენტრალური ბანკების დაახლოებით 60% ექსპერიმენტებს ატარებს ციფრულ ვალუტებზე, ხოლო 14% წინ მიიწევს განვითარებისა და საპილოტე პროგრამების შექმნის კუთხით.

”მთელს მსოფლიოში სტაბილკოინებისადმი ინტერესი კვლავ ადგილობრივი შეხედულებებით ვითარდება. განვითარებად ბაზარზე და განვითარებად ეკონომიკებში, სადაც ცენტრალური ბანკები შედარებით უფრო ძლიერ მოტივაციას ავლენენ სტაბილკოინის საკითხი მნიშვნელოვანია”,- განაცხადეს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის კვლევის ავტორებმა.

შეგახსენებთ რომ, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ლაბორატორიების ქსელმა სტაბილკოინის გამოშვება 2021 წლის დღის წესრიგის სათავეში დააყენა.

ბანკის წესდების თანახმად, ცენტრალურ ბანკებს შორის ფუნქციონირების გასაადვილებლად, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სტაბილკოინების შექმნაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი