საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი სტაბილკოინის შექმნაზე მუშაობს

0
1287

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ლაბორატორიების ქსელმა სტაბილკოინის გამოშვება 2021 წლის დღის წესრიგის სათავეში დააყენა.

ბანკის წესდების თანახმად, ცენტრალურ ბანკებს შორის ფუნქციონირების გასაადვილებლად, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სტაბილკოინების შექმნაზე.

ჩასატარებელი სამუშაო საკმაოდ ფართომასშტაბიანია. უნდა აღინიშნოს რომ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სწრაფი გადახდები ცენტრალურ ბანკებს შორის. ამავდროულად, გასათვალისწინებელია სხვადასხვა ქვეყნის და შესაბამისად, ბანკის ვალუტების კონვერტაციის დრო.

თუმცა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი აღნიშნავს, რომ სტაბილკოინის გამოშვება ძირითადად კომერციულ ბანკებზე არის დამოკიდებული.

”ეს სამუშაო პროგრამა ჩვენს დამოკიდებულებას წარმოაჩენს. ახლა ვსწავლობთ ყველა გზას, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული ტექნოლოგიური ცვლილებები ცენტრალური ბანკების სასარგებლოდ. ჩვენ გვსურს, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი გამოყენების საშუალება, რომელიც ამავდროულად გლობალური ფინანსური სისტემის მხარდასაჭერად გამოიყენება”,- აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს ბანკის ხელმძღვანელმა, ბენოატ კურემ.

ამ ეტაპზე საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებით არის დაკავებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი