ბრაზილიის კრიპტო ბირჟა ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაფართოებას აპირებს

0
1139

წამყვანმა ბრაზილიურმა ბირჟამ, Mercado Bitcoin–მა რეგიონალური გაფართოება დაანონსა. ბირჟის სავარაუდო ორიენტირად ჩილე, მექსიკა და არგენტინა დასახელდა.

აღსანიშნავია რომ, მექსიკა, ამჟამად, ლათინური ამერიკის სიდიდით მეოთხე ქვეყანაა peer-to-peer ბიტკოინის სავაჭრო მოცულობით, ჩილე მეხუთე ადგილზეა, ხოლო არგენტინა მეშვიდეზე.

ეს განცხადება საინვესტიციო რაუნდის შემდეგ გავრცელდა. განცხადების თანახმად, Mercado Bitcoin– მა 38 მილიონი აშშ დოლარი სხვადასხვა კომპანიისგან მოიზიდა. ამ კომპანიებს შორის არიან: Parallax Ventures-ი, Evora Fund-ი და Banco Plural-ი.

”ჩვენი გრძელვადიანი მიზანია ფინანსური ბაზრის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში მონაწილეობა, რომელიც დაფუძნებულია Blockchain ტექნოლოგიაზე, “ჭკვიან კონტრაქტებსა” და კრიპტოვალუტაზე.

ამასთანავე, გვსურს ბრაზილიაში კრიპტო ეკოსისტემის განვითარება და ისეთი ბაზრის შექმნა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ამისათვის საჭიროა, რომ Mercado Bitcoin-ი მსოფლიოში ხუთ ყველაზე დიდ კრიპტო ბირჟას შორის მოხვდეს”,- აღნიშნა Mercado Bitcoin-ის აღმასარულებელმა დირექტორმა, რეინალდო რაბელომ.

შეგახსენებთ რომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში Mercado Bitcoin-ის მომხმარებელთა ბაზა გაორმაგდა. ამჟამად მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 1 მილიონიდან 2.2 მილიონამდე მერყეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი