საბერძნეთის სასამართლო კრიპტობირჟის ოპერატორის ექსტრადაციას საფრანგეთში ითხოვს

0
2390

საბერძნეთის სასამართლო კრიპტოვალუტის ბირჟის BTC-ის სავარაუდო ყოფილი ოპერატორის, ალექსანდრე ვინიკის ექსტრადირებას საფრანგეთში ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

39 წლის რუსული წარმოშობის ვინიკი ასევე ცნობილია, როგორც “Mr. Bitcoin-ი”. მას ბრალი აშშ ხელისუფლებამ ფულის გათეთრების შესახებ ჯერ კიდევ შარშან წარუდგინა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ვინიკმა ბიტკოინის საშუალებით 4 მილიარდი დოლარი მოიპარა.

ვინიკის ადვოკატმა ილია სპირიადისმა განაცხადა, რომ იგი აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

CNN-ის საბერძნეთის ბიუროს ინფორმაციით, თავად ალექსანდრე ვინიკი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. კონკრეტულად მას ბრალი ედება საფრანგეთის 6 ქალაქში 2016-2018 წლებში თაღლითური გარიგებების წარმოებაში.

ამ მოვლენების საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთი მოითხოვს ექსტრადაციას თუმცა, არა საფრნაგეთში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 25 ივლისს ალექსანდრე ვინიკი აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებით საბერძნეთის პოლიციამ დააპატიმრა. ეს კი მას შემდეგ, მოხდა, რაც ალექსანდრე ვინიკის კუთვნილი თაღლითური კრიპტოვალუტის ბირჟა, BTC დახურეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი