რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრიპტოვალუტის მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს

0
1045

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ელვირა ნაბიულინას განცხადებამ კრიპტო სექტორში შეშფოთება გამოიწვია.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი დამოკიდებულება კრიპტოვალუტების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკურია. კრიპტოვალუტები გაუმჭვირვალეა. ციფრული ვალუტები ხშირად გამოიყენება, უკანონო ოპერაციების ან კრიმინალური ხასიათის მიზნებისათვის. ამიტომ, ჩვენ ვერ მივესალმებით კრიპტოვალუტაში ინვესტიციებს. ვცდილობთ, რომ თავიდან ავიცილოთ რუსულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაში კრიპტოტრანზაქციების გამოყენება, რაც სავსებით შესაძლებელია”,- განაცხადა ელვირა ნაბიულინამ.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ამ განცხადებამდე, ერთი დღით ადრე გავრცელდა ხმები, რომ რუსეთში კრიპტოვალუტის ბირჟების სრულად აკრძლავა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში კრიპტოვალუტის შესახებ კვლავ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ კრიპტოვალუტა მაღალი რისკის შემცველია.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა განიხილავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვებას, ციფრული რუბლის ამოქმედებისთვის სულ მცირე რვა ფედერალური კანონი და ხუთი საკანონმდებლო კოდექსი უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, ქვეყანაში არანაირი რეგულაცია არ არსებობს კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი