რუსეთში კრიპტოვალუტით ვაჭრობა არ არის აკრძალული

0
1103

რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტის სრულად აკრძალვა არ იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კრიპტოვალუტის გადახდების შესახებ კანონის ფარგლებში აკრძალვას აგრძელებს შესაბამის ორგანოებს ჯერ არ აქვთ გეგმა აღნიშნული კანონის სრული სიმკაცრით ასამოქმედებლად, რაც ვაჭრობის სრულად აკრძალვას გულისხმობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ალექსეი მოისეევმა, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გამოთქვა იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ, ყოველგვარი საშიშროების გარეშე, რუსეთის მოქალაქეებს კვლავ ექნებათ უფლება შეიძინონ და გამოიყენონ კრიპტოვალუტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უცხოურ ბირჟებზე.

ამაჟამად, ქვეყანაში კრიპტოვალუტით გადახდა აკრძალულია. თუმცა მოქალაქეებს აქვთ უფლება კვლავაც შეიძინონ და ივაჭრონ კრიპტოვალუტით უცხოურ ბირჟებზე.

”რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საფულე გახსნან რუსეთის ფედერაციის გარეთ, მაგრამ თუ ისინი მოქმედებენ რუსეთის ფედერაციაში, მაშინ მათ აკრძალვები შეეხებათ. ვფიქრობ, ეს ტენდენცია უახლოესი მომავალში გაგრძელდება.” – აღნიშნა ალექსეი მოისევმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე დაამატა, რომ კანონმდებლებს ჯერ კიდევ სჭირდებათ კოდექსში ციფრული ვალუტებისა და Blockchain ტექნოლოგიის სწორად განსაზღვრა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი