რუსეთში კრიპტოვალუტის მაინინგი დაშვებულია, მაგრამ ციფრული ვალუტით გადახდა აკრძალული.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოდის ინიციატივით, რომ კრიპტოვალუტით ჩატარებული საფინანსო ოპერაციები აიკრძალოს.
”დამოუკიდებელი კრიპტო მაინინგი ლეგალურია, მაგრამ ის კარგავს თავის ფინანსურ ღირებულებას, რადგან ბიტკოინით და ეთერიუმით გადახდა არალეგალურია”,-ნათქვმია “იზვესტიას” სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან რუსეთი კრიპტოვალუტით გადახდას ოფიციალურად აკრძალავს.
რუსეთში ციფრული ვალუტის ადაპტირების მთავარი მოწინააღმდეგე არის ანატოლი აქსაკოვი. ის სახელმწიფო სათათბირო ორგანოს წევრია. აგვისტოს შუა რიცხვებში, აქსაკოვი ამტკიცებდა, რომ კრიპტოვალუტით გადახდის დაკანონება ფინანსური სისტემის განადგურებას ნიშნავდა.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის კანონში რუსეთმა ახლახანს შეიტანა ცვლილება, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინდუსტრიის მიმართ კვლავ ნეგატიურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.
22 ივლისს რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღო.
ახალი კანონის თანახმად, კრიპტოვალუტას იურიდიული სტატუსი მიენიჭა, მაგრამ ის გადახდის საშუალებად არ განიხილება.