Bridgewater Associates-ს დამფუძებელმა, მილიარდერმა რეი დეილიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი დადებითი განწყობა კრიპტოვალუტის მიმართ, ხოლო ტრადიციულ ვალუტაზე განაცხადა, რომ ის მიმდინარე პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ინვესტიციად მიაჩნია.
რეი დეილიო აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ ციფრული ვალუტა ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებობს და ზრდას განაგრძობს. ამით კი მხოლოდ ის ჩანს, რომ კრიპტოვალუტა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფლობდა რამდენიმე ბიტკოინს და ეთერიუმს, მაგრამ კითხვაზე, თუ რამდენს ფლობს იგი ამჟამად არ უპასუხა. მან განაცხადა, რომ ის მიმდინარე ბიზესში კარგად გრძნობს თავს და ციფრული ვალუტის წილი მის საქმიანობაში დიდი არაა.
ჯერ კიდევ 2020 წელს, რეი დალიომ აღნიშნა, რომ ბიტკოინი არ არის საუკეთესო საშუალება სიმდიდრის დასაგროვებლად. თუმცა ამ წლის მაისში მან განაცხადა, რომ ბიტკოინი ობლიგაციებს ერჩივნა.
მილიარდელმა ასევე აღნიშნა, რომ ბიტკოინი არის ეკონომიკის უმაღლესი ინსტრუმენტი და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც კრიპტოვალუტა მისთვის სახელმწიფო და კორპორატიულ ობლიგაციებზე ბევრად ძვირად ფასობს.