კრიპტობირჟა Bitfinex-ი ვენესუელის კრიპტოვალუტა პეტროთი ვაჭრობას მხარს არ უჭერს

0
1986

ჰონგ-კონგში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის ბირჯა Bitfinex-მა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ პლატფორმა არ აპირებს ვენესუელის მთავრობის მიერ გამოშვებულ, ნავთობით მხარდაჭერილი პეტროს გაყიდვას ხელი შეუწყოს.

Bitfinex-ი, რეიტინგით მეოთხე ადგილზე მყოფი ბირჟა განმარტავს, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ქვეყნის მოქალაქეებს პეტროს შეძენა აუკრძალა. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია Bitfinex-ის მოსაზრება, რომ პეტროს ლიმიტირებული სარგებლის მოტანა შეუძლია.

“ჩვენ არასდროს არ გვქონდა გეგმები პეტროს ან მსგავსი ტოკენების მიმართ. აშშ-ს სანქციებისა და სხვა სანქციების რისკის გათვალისწინებით, Bitfinex არ მოახდენს პეტროს ან სხვა მსგავსი ციფრული ტოკენის Bitfinex-ის პლატფორმაზე ვაჭრობას”,- ნათქვამია განცხადებაში.

Bitfinex- ის გუნდი აღნიშნავს, რომ პეტროსთან დაკავშირებული შეზღუდვა არა მხოლოდ, ამერიკის მოქალაქეების არამედ, ყველა მომხმარებლის საყურადღებოდაა ნათქვამი.

Bitfinex-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა კონტრაქტორსა და თანამშრომელს, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა, ეკრძალებათ პეტროთი ტრანზაქციის განხორციელება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი