კვლევა: ნიგერია ვაჭრობის მოცულობის მხრივ რეგიონში ლიდერი ქვეყანაა

0
1719

ახალი კვლევის თანახმად, ნიგერია, ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობის მხრივ ლიდერია აფრიკის რეგიონში. ნიგერია აშკარად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტო ბაზარია მსოფლიოში.

Blockchain.com-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ნიგერიაში კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი 2020 წლის აპრილიდან გაიზარდა.

გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ნიგერია რეგიონში კრიპტო ინდუსტრიის განვითარების მხრივ საუკეთესო ქვეყანაა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აპრილიდან რეგიონში Blockchain.com ვებ–საფულის გამოყენაბ 60%–ით გაიზარდა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ნიგერია ლიდერი გახდა, მას მოსდევს აფრიკის რამდენიმე ქვეყანა, შემდეგ კი – შვეიცარია და ავსტრია.

მართალია, ნიგერია Blockchain.com-ის მიხედვით ბოლო სამი თვის განმავლობაში ლიდერი ქვეყნაა, თუმცა ივლისის თვეში გამოიკვეთა, რომ პერუ ყველაზე აქტიურია.

მონაცემების თანახმად, პერუ, ინდოეთი და ინდონეზია ვაჭრობის მოცულობის კუთხით პირველ სამეულში არიან.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ციფრული ვალუტების ვაჭრობის მზარდი მაჩვენებლით გამოირჩევიან: იაპონია, ფილიპინები, ვენესუელა, ბანგლადეში და ბულგარეთი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი