უკრაინის პრეზიდენტმა ციფრული ვალუტების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

0
1032

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყნისთვის რეგულირებადი კრიპტო ბაზრისთვის საკანონმდებლო ბაზას ადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას ციფრული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კანონი ციფრული ვალუტების შესახებ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, უზენაესმა რადამ, თებერვალში მიიღო. ციფრული ვალუტის ბირჟებსა და კრიპტო კომპანიებს მოეთხოვებათ რეგისტრაციის გავლა, რათა უკრაინაში მუშაობა ლეგალურად დაიწყონ. ბანკებს კი უფლება აქვთ, რომ კრიპტო კომპანიებისთვის ანგარიშები გახსნან.

კანონი უკრაინის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟის ეროვნულ კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას, განსაზღვროს ქვეყნის პოლიტიკა ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებით და გასცეს ლიცენზიები.

„პრეზიდენტის მიერ ამ კანონის ხელმოწერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კრიპტო სექტორის ჩრდილიდან გამოყვანისა და უკრაინაში ციფრული ვალუტების ლეგალური ვაჭრობისთვის“, – აცხადებენ ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახდა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე უკრაინის მთავრობა შემოწურულობის სახით კრიპტოვალუტის მიღებაზე დათანხმდა.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უცნობმა კონტრიბუტორმა 80 ბიტკოინი შესწირა საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი