მალტა Blockchain-ის მარეგულირებელ სისტემას ქმნის

0
1835

მალტის პარლამენტმა სამი კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც არის Blockchain ტექნოლოგიისთვის მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სილვიო შემბერმა, რომელიც არის ციფრული ეკონომიკისა და ინოვაციის განყოფილების წარმომადგენელი, აღნიშნა, რომ კუნძული არის პიონერი, Blockchain-ის სამართლებრივი და სრულყოფილი მარეგულირებელი სისტემის შემუშავების საკითხში.

“სამ კანონს, რომელიც არეგულირებს ლეჯერ ტექნოლოგიების სფეროს პარლამენტი დაამტკიცებს. მალტა, პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც სრულყოფილ რეგულაციის სისტემას უზრუნველყოფს”-აღნიშნა სილვიო შემბერმა.

სილვიო შემბერმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორები არჩევანს მალტაზე შეაჩერებენ და ახალი რეგულაციის სისტემა მოიტანს მეტ სტაბილურობას, რაც შემდგომში ეკონომიკური ზრდის გარანტია იქნება.

მალტაში დაფუძნებული იურიდიული ფირმის Chetcuti Cauchi Advocates-ის წარმომადგენელმა ჟან-ფილიპ ჩეტკატიმ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობა მალტისთვის არის მნიშვნელოვანი წინ გადადგუმლი ნაბიჯი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ მალტა მზად არის გახდეს Blockchain კუნძული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი