მიანმარის შეიარაღებულმა ძალებმა ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ციფრული ვალუტის გამოშვება დაანონსა. მიზანი ადგილობრივი ეკონომიკის დახმარებაა.
Bloomberg-ის თანახმად, გენერალ-მაიორმა ზავ მინ ტუნმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოშვება მიანმარში ფინანსური აქტივობების გაუმჯობესებას დაეხმარებოდა.
ციფრული ვალუტა მიზნად ისახავს მიანმარის შიგნით გადახდების მხარდაჭერას და ასევე ეკონომიკის გაუმჯობესებას. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2022 წლის სექტემბრამდე პანდემიისა და სამოქალაქო ხელისუფლების დამხობის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მიანმარის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტით ვაჭრობა აკრძალა.
მიანმარის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ იგი არ ცნობს კრიპტოვალუტას, როგორც ოფიციალურ ვალუტას და ნებისმიერ მსურველს, ვინც ციფრული ვალუტებით ვაჭრობდა გარკვეულ სანქციებს ექვემდებარებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში არ იყო მითითებული ციფრული ვალუტით ვაჭრობას რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება ჰქონოდა, ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ასეთი “აქტივებით” ვაჭრობა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევდა.