Leumi ბანკმა კრიპტოვალუტით ვაჭრობა დაუშვა

0
812

ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორი, Leumi ბანკი ბიტკოინით და ეთერიუმით ვაჭრობას ნერგავს.

Reuters-ის თანახმად, Leumi-ის ციფრული პლატფორმა, Pepper Invest-ი Blockchain ინფრასტრუქტურის პროვაიდერ Paxos-თან თანამშრომლობს კრიპტოვალუტით ვაჭრობის დასაწყებად. Pepper Invest-ის კლიენტებს ახალი სერვისის გამოყენებით ახლა შეუძლიათ შეიძინონ, გაყიდონ და შეინახონ კრიპტოვალუტები.

ეს ნაბიჯი მხარს დაუჭერს მხოლოდ ბიტკოინს და ეთერიუმს იქამდე, სანამ პლატფორმა, მის სერვისებში კრიპტოვალუტებსაც არ დაამატებს. ანგარიშის მიხედვით, კრიპტოვალუტების მინიმალური ტრანზაქციის ღირებულება დაახლოებით 15,50-ით დოლარით (50 შეკელი) განისაზღვრა.

აღნიშნული ნოვაცია მომხმარებლისთვის ჯერჯერობით მიუწვდომელია. დოკუმენტი მარეგულირებლის დამტკიცებას ელოდება.

“Pepper-ი შეაგროვებს გადასახადებს, ისრაელის საგადასახადო ორგანოს მითითებების შესაბამისად, რათა მომხმარებელს არ მოუწიოთ საგადასახადო სირთულეების მართვა”,- ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ არაერთ ქვეყანაში ბანკები ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მიღებაზე ყოყმანობდნენ, მაგრამ ეს სიტუაცია შეიცვალა კორპორაციებისა და ინდივიდუალური მომხმარებლების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე.

მარეგულირებლებმა კი ყურადღება, პირდაპირ აკრძალვებიდან, მარეგულირებელი სისტემის შემუშავებაზე გადაიტანეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი