F2Pool-ი: მაინინგის ტექნიკა ფასის ვარდნას გააგრძელებს

0
860

კრიპტოვალუტის მაინინგის ტექნიკის ფასი სავარაუდოდ ვარდნას გააგრძელებს.

ამის შესახებ კომენტარს F2Pool-ის აღმასრულებელი დირექტორი აკეთებს.

F2Pool-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბიტკოინის მაინინგ Pool-ია, რომელიც მხარს უჭერს BTC ქსელის 14.3%-ს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გამოქვეყნა ანგარიში, სადაც წლევანდელი წლის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.

2022 წლის ივნისის მაინინგის შედეგებზე ფოკუსირებული F2Pool-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიტკოინის მაინინგ კომპანიების უმეტესობამ, როგორიცაა Core Scientific-ი, ახლახანს ბიტკოინი გაყიდა.

მსხვილმა კანადურმა მაინინგის კომპანია Bitfarms-მა, 3000 ბიტკოინი, ანუ თავისი მთლიანი ბიტკოინის თითქმის 50%-ი 62 მილიონ დოლარად, საკრედიტო გადასახადების გამო, გაყიდა.

„მე შევისწავლე თითქმის 10 საჯარო ვაჭრობის მქონე ინდუსტრიული მაინერი და აღმოვაჩინე, რომ ისინი ყველა გულწრფელად ეუბნებიან ყველას, რომ ყიდიან თვითმოპოვებულ ბიტკოინებს“, – წერს F2Pool-ის გლობალური ბიზნესის განვითარების დირექტორი, ლიზა ლიუ.

მან დასძინა, რომ შემოსავალი გამოიყენება საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად და კაპიტალის გასაზრდელად, ასევე აღჭურვილობისა და სასესხო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესამცირებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი