ინდოეთის 30 ქალაქში მაინინგის შესახებ საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება

0
2821

ინდოეთის სავაჭრო პალატა ქვეყნის მასშტაბით ბიტკოინის მაინინგის მომზადების პროგრამას იწყებს.

როგორც ცნობილია, პროგრამაში 30 ქალაქი იქნება ჩართული. აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრიპტოვალუტის, ბიტკოინის, მაინინგისა და Blockchain ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც შემდგომში ადამიანებს, განსაკუთრებით კი, სოფლის მოსახლეობას თვითდასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

ინდოეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატა თანამშრომლობს მეწარმე და ინდოეთის დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელ დოქტორი ტაუსიფ მალიკთან.

პროექტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “ეს პროგრამა მიზნად ისახავს ინფორმაციის მიწოდებას სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ფერმერული საზოგადოებისთვის, რათა მათ მიიღონ სარგებელი, რაც თავის მხრივ, ამ მიმართულებით ახალ ეკონომიკურ განვითარების საფუძველს შექმნის”.

აღნიშნულ განცხადებას ინდოეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარე შრი მაილაინდ ქემელი ასე გამოეხმაურა:

Blockchain ტექნოლოგია არის ტექნოლოგიების განვითარების მომავალი. ამასთანავე, ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის აუცილებელია Blockchain პლატფორმა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ახალგაზრდების თვითდასაქმებისათვის საჭიროა ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის მაინინგის მოსამზადებელი პროგრამა”.

პირველი სასწავლო პროგრამა მაისის თვეში ჩატარდება.

“ინდოეთი შეიძლება იყოს მსოფლიოს შემდეგი მაინინგის “კვანძი””,- განაცხადა ტაუსიფ მალიკმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი