ლუიზინას შტატის მთავარი პროკურორი იტყობინება, რომ იძებნება ყოფილი თანამშრომლების ჯგუფი, რომელიც სამსახურის ტექნიკურ რესურსებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებდა.
ლუიზიანის შტატის ოფიციალური პირები გამოძიების შესახებ ჯერჯერობით საჯარო კომენტარს არ აკეთებენ. მაინინგთან დაკავშირებით, ლუიზიანას საგამომძიები ბიურომ კითხვების დასმა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპიუტერების მოწყობილობებში მაინინგის ჩიპები იპოვეს.
“ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, რომ კომპიუტერის სისტემები შეიძლება კომპრომიტირებული ყოფილიყო”, – განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. რაც შეეხებათ მოქმედ თანამშრომლებს ისინი უარყოფენ სამსახურის კომპიუტერების რესურსების მაინინგისთვის გამოყენებას.
თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, მაშინ შესაძლოა ზედაპირზე ბოლო დროის გავრცელებული შემთხვევები ამიტივტივდეს, რომლებიც საოფისე რესურსის მაინგისთვის გამოყენებას უკავშირდება.
შეგახსენებთ რომ, 2017 წლის იანვარში, ინსპექციის გენერალური დირექტორის ფედერალური სარეზერვო ოფისის ყოფილი თანამშრომელი 5000 დოლარით მას შემდეგ დაჯარიმდა, რაც სამსახურის კომპიუტერის სერვერზე ბიტკოინის მაინინგის სისტემა აღმოაჩნდა.
უფრო ადრე, 2014 წელს ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტმა ის თანამშრომლები დააჯარიმა, რომლებიც სამსახურის კომპიუტერის რესურსებს მაინინგისთვის იყენებდნენ.