ლიხტენშტეინის ბანკი საკუთარ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს

0
3506

ლიხტენშტეინის ბანკმა Union Bank AG-მა განაცხადა, რომ საკუთარ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს, რომელიც ტრადიციული ვალუტით იქნება გამყარებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, UBPC-ი იქნება სტაბილური მონეტა. ბანკი განმარტავს, რომ ახალი კრიპტოვალუტა შვეიცარული ფრანკით იქნება გამყარებული.

“ჩვენი მიზანია Union Bank AG-ი გახდეს მსოფლიოში პირველი Blockchain საინვესტიციო ბანკი და უზრუნველყოს ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეფექტურობის გაზრდას, ფასების შემცირებას და შექმნის ახალი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს”,- განაცხადა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მოჰამედ ჰანს დესთლემჩიმ.

მან იქვე დაამატა: “… ამგვარად, ჩვენი ბანკის ციფრულ ვალუტას აქვს პოტენციალი საერთაშორისო ვაჭრობასა და საერთაშორისო ტრანზაქციებში გამოყენების”.

უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი თანამშრომლობს შვეიცარიის Blockchain კომპანია Verum Capital-თან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Binance LCX-მა, Binance-მა და ლიხტენშტეინის Cryptoassets Exchange-მა ერთობლივად განაცხადეს, რომ ლიხტენშტეინში ახალი კრიპტოვალუტის ბირჟა ფუძნდებოდა, რომელიც ტრადიციული ვალუტიდან კრიპტოვალუტაში განახორციელებდა ოპერაციებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი