20 თებერვალს ალტკოინების კურსი გაიზარდა.
გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 47 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 52 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 47 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 51 დოლარზე დაიხურა.
იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 56 დოლარამდე მიაღწიოს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის ზრდისთანავე ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.
რაც შეეხება კარდანოს: გუშინ ალტკოინზე ვაჭრობა 0.046177 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი კი 0.047665 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 0.045291 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი 0.047551 დოლარზე დაიხურა ვაჭრობა.
ბოლო პერიოდში დაფიქსირებული კრიპტოვალუტის ფასების მატებიდან გამომდინარე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კარდანოს კურსი კიდევ უფრო გაიზრდება.
აქედან გამომდინარე კი, ინვესტორებს ფასების მატების დროს ინვესტიციების განხორციელებას ურჩევენ.