21 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1722

ხუთშაბათს, 21 თებერვალს კრიპტოვალუტის ბაზარი კვლავ განაგრძობდა ზრდას. სხვა დღეებთან შედარებით დღევანდელი ფასების ზრდა ისეთი სწრაფი ტემპით არ მომხდარა როგორც წინა დღეებში, თუმცა მცირე პოზიტიური ცვლილებები მაინც დაფიქსირდა.

ცოტა ხნის წინ, ბიტკოინმა 4.000 დოლარის ბარიერი დაარღვია და 4.010 დოლარზე დაფიქსირდა. თუმცა ამ ფასის მატებას შემცირება მოჰყვა და ციფრული ვალუტის კურსი 3.981 დოლარზე ჩამოვიდა. აქედან გამომდინარე, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 1%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ამჟამად, ალტკოინის ფასი 147 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ეს კი ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი თითქმის 2.5%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ კვირის დასაწყისიდან დღემდე ეთერიუმის ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 134 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი