ჩინური სოციალური მედიის გიგანტმა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა WeChat-მა კრიპტოვალუტით ტრანზაქციები შეწყვიტა.
ამის შესახებ ინფორმაცია კრიპტო საინვესტიციო ფირმა Primitive-ის ერთ-ერთმა დამფუნძებელმა დოვი ვენმა გაავრცელა.
განახლებული წესები ძალაში 31 მაისს შევა. “ვაჭრობის დროს არ შეიძლება გამოყენებული იყოს არაკანონიერი ოპერაციები მაგალითად, როგორიცაა ციფრული ვალუტა”,-ნათქვამია WeChat-ის განცხადებაში.
უმსვილესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენგპენგ ზაომ განაცხადა, რომ მისი აზრით, ქვეყანაში არსებულმა შეზღუდვებმა მიიყვანა კომპანია ამ ზომამდე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აგვისტოში WeChat-მა, რომელსაც ჩინეთის მასშტაბით 1 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, კრიპტოვალუტასთან და Blockchain-თან დაკავშირებული მედია დაბლოკა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი მედია საშუალების ანგარიშზე ეჭვი გაჩნდა პირველადი მონეტარული შეთავაზებისა (ICO) და კრიპტო-ტრეიდინგის შესახებ.
მსგავსი ეჭვის გაჩენის დროს აუცილებელია შეტყობინება მარგულირებელთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონის დარღვევა. WeChat-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მარეგულირებლისგან ოფიციალური მითითება მიიღეს, რათა ყველა მსგავსი შინაარსის ანგარიში დაებლოკათ.