ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემულმა ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოს

0
2033

გერმანიის ერთ-ერთი ინსტიტუტის ეკონომიკის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გაცემულმა ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოს.

გამოქვეყნებულ ანგარიშში მკვლევარები ხაზს უსვამენ განსხვავებას ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტასა და ისეთი კრიპტოვალუტას შორის, როგორიც არის ბიტკოინი.

“ამჟამად, ისეთი კრიპტოვალუტა, როგორიცა არის ბიტკოინი ვერ შეასრულებს ისეთ ფუნცქციას, როგორსაც ტრადიციული ვალუტა ასრულებს”,-აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ამ ეტაპისთვის, კრიპტოვალუტა მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციის საგანს წარმოადგენს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგულაციის სისტემის არარსებობა კრიპტოვალუტის ფასის რყევას იწვევს და, ამასთანავე, მთლიან სფეროს გაუმჭვირვალეს ხდის.

თუმცა ანგარიშში საბანკო სისტემის სხვადასხვა ხარვეზზე არის ყურადღება გამახვილებული, რომლის მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა არის მიჩნეული:

“საბანკო სისტემის მორიგი არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად, კომერციულ ბანკებს უნდა ჰქონდეთ უფრო სანდო დაფინანსების წყაროები, ვიდრე დეპოზიტებია”.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბანკის მიერ გამოშვებულმა ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, სტაბილურობის შენარჩუნება მოახერხოს, თუმცა ამ ეტაპისთვის კრიპტოვალუტაზე ფიქრი ნაადრევია, რადგან ის ძალიან არასტაბილურია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი