ჩინეთის სამი ასოციაცია მომხმარებელს ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს

0
1442

ჩინეთის ინტერნეტ დაფინანსების ასოციაციამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა განცხადებას ჩინეთის საბანკო ასოციაციასთან და China Payment and Clearing Association-თან ერთად. განცხადების მიხედვით, ხელისმომწერები საზოგადოებას კრიპტოვალუტებში ინვესტიციის რისკების შესახებ აფრთხილებენ.

Shanghai Securities News-ის თანახმად, ჩინეთის სახალხო ბანკის დაქვემდებარებულმა სავაჭრო ასოციაციამ გამოსცა რეკომენდაცია სახელწოდებით “ციფრული ვალუტით ოპერაციების სპეკულაციის რისკის პრევენცია”.

როგორც ცნობილია, ერთობლივი განცხადება წარმოადგენს ცენტრალური ბანკის წინა პრეს-რელიზების გაფართოებას ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტო რისკების შესახებ.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ კრიპტოვალუტები არ არის “რეალური ვალუტა” და არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მომსახურების გადახდის საშუალება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი ციფრული იუანით ოპერაციების განხორციელებას განაგრძობს. დაახლოებით ერთი თვის წინ ისიც გახდა ცნობილი, რომ ჩინეთი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქვეყნის სტუმრებს სტაბილკოინის გამოყენებას შესთავაზებს.

”მომავალი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის, ჩვენ ვცდილობდით, რომ ელექტრონული იუანი ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, არამედ საერთაშორისო სპორტსმენებისთვისაც და იყოს სტუმრებისთვისაც მისაღები”, – აღნიშნა ბანკის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრის დროს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი