ოთხშაბათს, 27 ნოემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი გაუმჯობესდა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტო ბაზრების გაუმჯობესება გრძელდება.
ბოლო ორი დღეა ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 7,538 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 7.28%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზის გამართლების შემთხვევაში ბიტკოინის სამიზნე ნიშნული 8.100 დოლარია.
რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი დაახლოებით 5.47%-ით არის გაზრდილი. ფასის კლების დროს ალტკოინის კურსი 140-დან 150 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კურსის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში მომდევნო დონე 173 დოლარი იქნება. ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასი 152 დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 28 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 204,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.