3 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1608

ხუთშაბათს, 3 სექტემბერს ციფრული ვალუტების კურსმა ვარდნა განიცადა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა რყევა დაიწყო და სულ რამდენიმე საათში კრიპტოვალუტის კურსი 11.414-დან 10.711 დოლარზე აღმოჩნდა.

დღის მანძილზე ბიტკოინის კურსი დაახლოებით 6%-ით შემცირდა.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თუკი ციფრული ვალუტა კლების ტენდენციას განაგრძობს მოსალოდნელია, რომ ფასი 9.000 დოლარის დონესაც ჩასცდეს. ამ შემთხვევაში ბიტკოინის სავარაუდო ღირებულება 8.500 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ბიტკოინის საბაზრო წილი 56.2%-ს შეადგენს.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი თითქმის 8%-ით შემცირდა. 3 სექტემებრს დღის მეორე ნახევარში ეთერიუმის კურსი 404 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 სექტემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 352.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი