ბობი ლი: ბიტკოინი ოქროს ბაზრის კაპიტალიზაციას გადააჭარბებს

    კრიპტო ინდუსტრიის ანალიტიკოსი ბობი ლი აცხადებს, რომ ბიტკოინი ოქროს ბაზარს გადააჭარბებს.

    ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბობი ლი კი ციფრული ვალუტის ბირჟის BTCC-ის დამფუძნებელია. შესაბამისად, მისი პროგნოზები თითქმის ყოველთვის პოზიტიურია.

    ბობი ლის მოსაზრებით, ბიტკოინის ბაზარის კაპიტალიზაცია წლების შემდგომ 8 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

    ამჟამად, ოქროს ბაზრის კაპიტალიზაცია 8 ტრილიონი დოლარია, ხოლო ბიტკოინის სულ რაღაც 160 მილიარდი დოლარი. მართალია, კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის მონაცემები დაახლოებით 50-ჯერ ნაკლებია, მაგრამ ბობ ლი იმედოვნებს, რომ სურათი ბიტკოინის სასარგებლოდ შეიცვლება.

    ”მე ვფიქრპობ, რომ მომდევნო 9 წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი გაიზრდება და ის 500.000 დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა ბობი ლიმ.

    ბობი ლის მოსაზრება ახლოს არის ტექ.-ანალიტიკოსი ტიმ დრეიპერის განცხადებასთან. ტიმ დრეიპერის აზრით, 2022 წლისთვის ბიტკოინის ფასი 250.000 დოლარი იქნება.

    “250.000 აშშ დოლარი ნიშნავს, რომ ბიტკოინს ექნება სავალუტო სამყაროს დაახლოებით 5%-იანი საბაზრო წილი და მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინმა შეიძლება ეს მოახერხოს”,-ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა ტიმ დრეიპერმა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *