გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ალტკოინების კურსმა საგრძნობლად დაიკლო.
16 ივლისს რიპლიზე ვაჭრობა 0.32 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 0.32 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.29 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს რიპლიზე ვაჭრობა კი 0.30 დოლარზე დაიხურა.
ბოლო რამდენიმე დღეა რიპლის კურსი შემცირებულია. თუმცა გუშინდელი ფასების კლების შემდეგ ანალიტიკოსები რიპლის ფასის დაცემას 0.24 დოლარზეც კი ვარაუდობენ.
იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა ჯერ 0.28 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.
ამ ეტაზე ანალიტიკოსები რიპლიზე ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.
რაც შეეხება ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 90 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი ასევე 90 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული კვლავ 77 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი 79 დოლარზე დაიხურა.
ფასის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 66 დოლარი იქნება. ექსპერტების თქმით, ლაიტკოინს აქვს ფასის ზრდის შანსი. თუკი ალტკოინის კურსი გაიზრდება მოსალოდნელი დონე 83 დოლარი იქნება.
ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობას მაშინ ურჩევენ, როდესაც ლაიტკოინის ფასი ზრდას დაიწყებს.