12 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
993

სამშაბათს, 12 აპრილის ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირდა.

გუშინ ბიტკოინის ფასი 39,300 დოლარის ნიშნულს სიახლოვეს აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად კი, ბიტკოინის კურსი 39,373-სა და 39,521 დოლარს შორის მერყეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში დაფიქსირებული ბიტკოინი ფასი 14,32%-ით არის შემცირებული.

დღევანდელი მონაცემების თანახმად კი, ბიტკოინის კურსი 40,100 დოლარია. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასმა 5,13%-ით დაიკლო.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამ ეტაპზე ეთერიუმის ღირებულება დაახლოებით 3,013 დოლარს შეადგენდა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კლების მაჩვენებელი კი 14,29%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 185 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი